აქციებზე ნიღბების აკრძალვის ინიციატივა ემსახურება მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას ქვეყანაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, ამ ინიციატივის მიღება სამართალდამცველებს დანაშაულების ეფექტიანად აღმოჩენაში დაეხმარება.
„აქციებზე ნიღბების აკრძალვის ინიციატივა ემსახურება მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა, სამართალდამცველებს გაუადვილებს ისეთი დანაშაულების ეფექტიანად აღმოჩენას, რომელიც თუნდაც ჟურნალისტზე თავდასხმა ან შემდგომში ბანდფორმირების შექმნა იყო“, - აღნიშნა წილოსანმა.