ჩვენდა სამწუხაროდ, საუკეთესო ფორმაში არ აღმოვჩნდით ამ ისტორიულ შესაძლებლობის დროს, როდესაც ევროპის და ევროკავშირის კარი ჩვენთვის ღიაა - ჩვენ შევხვდით ამ მდგომარეობას ხელისუფლების მხრიდან გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდით და რიტორიკით, ჩვენ შევხვდით დასუსტებული ოპოზიციური პარტიებით , - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, „საქართველოს ევროპული ორბიტას“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ პლატფორმის საჯარო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უნდა ითქვას, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, საუკეთესო ფორმაში არ აღმოვჩნდით ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს, როდესაც ევროპის და ევროკავშირის კარი ჩვენთვის ღიაა. ჩვენ შევხვდით ამ მდგომარეობას ხელისუფლების მხრიდან გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდით და რიტორიკით, ჩვენ შევხვდით დასუსტებული ოპოზიციური პარტიებით. როგორც ვსაუბრობდი, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და აქტიურობიდან იზოლირებული სამოქალაქო ინიციატივებით, საზოგადოებრივი ხმა ამ სივრცეში დაკარგულია. მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი ისმის, რაც ხშირად არ პასუხობს საზოგადოებაში მიმდინარე მოლოდინებს და სურვილებს. ასევე, რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ალბათ, ვერ დავიკვეხნით, რომ საუკეთესო მდგომარეობა გვაქვს“, - აღნიშნა ლომჯარიამ.