სალომე ზურაბიშვილი არასდროს ეწინააღმდეგება ივანიშვილის პოზიციებს, ის „ოცნების“ დაბალი დონის წარმომადგენლებს ეკინკლავება - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორმა ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„თქვენ ვერ ნახავთ სალომე ზურაბიშვილის ვერც ერთ განცხადებას და რაც მთავარია ვერც ქმედებას, რომლითაც ის გაემიჯნებოდა ივანიშვილის პრორუსულ პოლიტიკას ან რომლითაც ის რამე ფორმით დაგვანახებდა, რომ მისი ქმედებები არის პროდასავლური.
ივანიშვილის პოზიციებს ის არასდროს არ ეწინააღმდეგება. ის ეკინკლავება „ქართული ოცნების“ დაბალი დონის წარმომადგენლებს. სახელმწიფოებრივი პოზიცია იქნებოდა, რომ მას აემუშავებინა ის ინსტიტუციური ბერკეტები, რომელიც მის ხელთ არის მაგალითად, შეწყალების მექანიზმები. ეს ბერკეტი ზურაბიშვილი ხელშია, რომელსაც არ იყენებს. ეს ჩემთვის ცალსახა მანიშნებელია იმისა, რომ მისი ყველა განცხადება ფასადურია და არ გულისხმობს ოლიგარქიული რეჟიმისგან გამიჯვნას. ის ფორმალურად არის ქვეყნის პრეზიდენტი. მას აქვს ინსტიტუციური ბერკეტები, რომლის ეფექტურად ამუშავება შეუძლია და არ აკეთებს“,- განაცხადა ნინო კალანდაძემ.