ეს არის გაბატონებული აზრი ევროპაში, რომ თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, ის მიადგება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რასაც მე არ ვეთანხმები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას ევროკომისარის განცხადებასთან დაკავშირებით.

„ეს არის გაბატონებული აზრი ევროპაში, რომ თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, ის მიადგება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რასაც მე არ ვეთანხმები. რუსეთს დღეს არ აქვს იმის რესურსი, ევროკავშირის ქვეყნებს თავს დაესხას. მეორეს მხრივ, ეს აზრი ევროპაში შეიძლება იმიტომაც არის გაბატონებული, რომ ამით მეტი ხალხის მხარდაჭერა მიიღონ ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს. რაც უფრო მეტად დახატავ საფრთხეს, მით უფრო მეტი რესურსის მოზიდვა შეიძლება შემდეგ გახდეს შესაძლებელი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

თავდაცვის საკითხების ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობა ევროპის უსაფრთხოების გარანტია არ არის.