"ჩერგოლეიშვილის "არალეგიტიმურობის" პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო 4 ოქტომბერი", - ამის შესახებ იურისტი ნიკა ობოლაძე სოციალურ ქსელში წერს.

თუ მიხეილ ყაველაშვილი არალეგიტიმურია, ხოლო სალომე ზურაბიშვილი - ლეგიტიმური პრეზიდენტია, მაშინ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის "გასაღების გადმობარების" მცდელობა არათუ ლოგიკური და სამართლებრივად სწორი, არამედ აუცილებელიც იყო.

ჩერგოლეიშვილის "არალეგიტიმურობის" პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო 4 ოქტომბერი. თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და ციხეში აღმოჩნდნენ, ხოლო თავად ქალბატონი თამარი აშშ-ის საელჩოში ლეგიტიმური პრემიერის მიმართვის მშვიდი მსმენელი აღმოჩნდა.