მაჩვენე დამადასტურებელი საბუთი, რომ ზოოპარკის ტერიტორია გადაცემული აქვს ფხაკაძეების კომპანიას! ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია, - ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ობოლაძეს.
„მაჩვენე დამადასტურებელი საბუთი, რომ ზოოპარკის ტერიტორია გადაცემული აქვს ფხაკაძეების კომპანიას! ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, ნიკა რაღაცებზე რომ ვსაუბრობთ, მარტივად ხომ შეიძლება, ნებისმიერი საკითხის მოძიება?
2018 წლიდან დავიწყეთ აქტიური მუშაობა ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით, სამუშაოების პირველი ნაწილი შესრულებულია. ყოფილი ზოოპარკის ტერიტორია იქნება პარკი, რომელიც მზიურის ტერიტორიას შეუერთდება, ბინები არ აშენდება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ფხაკაძეების კომპანიას აღნიშნული ტერიტორია არ გადაცემულა, ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.










