ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ "მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში"
შეგახსენებთ, ნიკა მელია ოფიციალურად 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 5 ოქტომბრამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
მელია პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ 2020 წლის 27 დეკემბერს აირჩიეს.
2023 წლის იანვრიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. რის შემდეგ პარტიაში დაპირისპირება დაიწყო.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" თვითმმართველ ორგანოში წარმოდგენილი წევრები ტოვებენ.
კასპის საკრებულოს ფრაქცია "ნაცმოძრაობა" 6-მა დეპუტატმა დატოვა.
ფოთის ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია გადააყენეს