2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად! - ამის შესახებ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
"ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო - ნომერი 4.
მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში, გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში." - წერს ნიკა მელია "ფესბუკში".
ცნობისათვის: საარჩევნო ნომერი 4 მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკუთვნის, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა.