„ნაციონალურ მოძრაობას“ ერთ წარმატებასაც ვუსურვებდი, გათავისუფლებულიყო კეზერაშვილის კონტროლისგან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
„ყველას [ოპოზიციას] ვუსურვებ წარმატებას, მართლა წარმატებას, მათ შორის, გაგიკვირდებათ და „ნაციონალურ მოძრაობას". „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთ წარმატებასაც ვუსურვებდი, გათავისუფლებულიყო კეზერაშვილის კონტროლისგან, იმიტომ რომ ფაქტია, ხელისუფლება არის შესაცვლელი, მაგრამ ხელისუფლება არის შესაცვლელი სწორი დემოკრატიული ძალების მიერ",- განაცხადა ნიკა მელიამ.