. დღეს ვინც ტვ- ში და სოც.მედიაში პოლიტიკაზე ისაუბრებს - არჩევნებზე ბარიერი ვერ გადაელახოს - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს უნდა ახდეს ჩვენი 30 წლიანი ოცნება უნდა გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე შანსი აღარაა, ეს შესაძლებლობაც ხელიდან გავუშვათ წარმატებები ბიჭებს P.S. დღეს ვინც ტვ- ში და სოც.მედიაში პოლიტიკაზე ისაუბრებს - არჩევნებზე ბარიერი ვერ გადაელახოს".
შეგახსენებთ: „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩს გამართავს. მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.
შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება.