საქართველოში ევროკავშირის დროშა არ დაიწვება და არ დაიხევა, სანამ ხალხი რომელსაც ის უჭირავს, ასახავს ისტორიას და იცავს კონსტიტუციას. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვის ფაქტს:
"საქართველოში ევროკავშირის დროშა არ დაიწვება და არ დაიხევა, სანამ ხალხი რომელსაც ის უჭირავს, ასახავს ისტორიას და იცავს კონსტიტუციას.
რაც არ უნდა საპირისპირო მიმართულებით გვექაჩებოდეს რუსული მთავრობა და მწვანე შუქს უნთებდეს ბნელ ძალებს, ხოლო ისტორიული სამართლიანობისა და ქართულ-ევროპული იდენტობის დამცველებს უწოდებდეს აგენტებს.
სანამ ვართ ერთიანები და ვართ სიმართლის მხარეს, სანამ გვაქვს ძალა, რომ ერთობით ვიცუროთ რუსული დინების საპირისპიროდ და თავად ვიქცეთ ძლიერ ევროპულ დინებად, აუცილებლად ვივლით წინ, ღირსებით ევროპისკენ, უბრალოდ ამ მთავრობის ადგილი არც ღირსეულთა შორისაა და არც ევროპისკენ მიმავალთა შორის!"