პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა საპატრულო პოლიციამ აღმართა. იქამდე კი საკანონმდებლო ორგანოსთან, სიმბოლურად დროშა სტუდენტებმა მიიტანეს.
პარლამენტის წინ, სადაც პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავენ, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და საქართველოს დროშა ჩამოკიდეს.
აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნილი ევროკავშირის დროშა დაწვეს.
მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამონისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: "შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.
სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება."