"დათო კეზერაშვილს ეგონა, პირობითად ვამბობ,  ვანო მერაბიშვილი, დათო კირკიტაძე, ზაზა გოროზია, გიორგი ბოტკოველი, აი ეს ადამიანები არიან პარტია და ეს ადამიანები თუ გააერთიანა, მის ნებისმიერ სურვილს აღასრულებენ. ორ აზრი არ არსებობს, ეს ადამიანები ვინც მე ჩამოვთვალე, პარტიის შემადგენელი ნაწილი არიან...

მე ნამდვილად არანაირ თანამშრომლობას დათო კეზერაშვილთან, არანაირ თანამშრომლობას ვანო მერაბიშვილთან არ ვაპირებ. - ამის შესახებ პარტია "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ გადაცემაში "ღამის მთავარი"

"ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ ფარული ჩანაწერები და მის გამოყენებით, დიახაც,  ვანო მერაბიშვილის და დათო კეზერაშვილს და მათ რამდენიმე მეგობარი საქართველოს პარლამენტის წევრები არიან და ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" და თვე-ნახევრის განმავლობაში ფარული ჩანაწერებით აღმა-დაღმა დადიოდნენ. 

ჩემთვის ეს არის სიბინძურე. რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება ვებრძვი. ეს არის წარმოუდგენელი ფენომენი ფარული ჩანაწერი, მიყურადება. რომელსაც შეწყნარება ჩემი მხრიდან არ ექნება. მხოლოდ ეს ფაქტი საკმარისია ჩემთვის არასდროს ვიფიქრო ამ ადამიანებთან თანამშრომლობაზე, იმიტომ რომ ამ ადამიანებთან ერთად ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ექნება" - განაცხადა ნიკა მელიამ გადაცემაში "ღამის მთავარი"