ყოველთვის უნდა გავუსვათ ხაზი, რომ მხოლოდ ჩვენ კი არ გვჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირსაც ვჭირდებით და ამით უნდა ვიამაყოთ - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველთან“ განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის უნდა გავუსვათ ხაზი, რომ არა მხოლოდ ჩვენ გვაინტერესებს ევროკავშირი, არამედ ევროკავშირსაც აინტერესებს საქართველო. მხოლოდ ჩვენ კი არ გვჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირსაც ვჭირდებით ჩვენ. ამით უნდა ვიამაყოთ. დღეს გამოჩნდა, რომ მათ შემადგენლობაში საქართველო აინტერესებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროევროპული ხალხი კი არა ევროპული ხალხი ვართ. ჩვენ ბედის უკუღმართობით არ ვართ ჯერ ევროპაში, საბჭოთა კავშირს ვგულისხმობ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიყოთ იქ, რადგან ეს არის ჩვენი ოჯახი. ჩვენ ამ ცივილიზაციას მივეკუთვნებით“, - აღნიშნა გვარამიამ.