"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია ლევან ხაბეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მისი ადრესატები ამ შემთხვევაში მისივე პარტიის წევრები არიან.
"ლევან ხაბეიშვილისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ. არა მგონია, რომ მე მომმართავდეს, მას თავისი პარტია აქვს და ვჭვობ, რომ თავის პარტიას მიმართავს. ყველას შეიძლება მოგვმართავდეს ილია ჭავჭავაძე. როცა საკუთარი პარტია აქვს ადამიანს, ის მიმართავს, სავარაუდოდ, საკუთარი პარტიის წევრებს, რომლებიც, არ ვიცი ახლა, განსაკუთრებული ჰიპერაქტიურობით ნამდვილად არ გამოირჩევიან, არაფერში არ ერევიან," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
უუნარობა და პასუხისმგებლობისგან გაქცევა - ხაბეიშვილის მწვავე კრიტიკა ოპოზიციას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შიშში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაბეიშვილი წერს, რომ შემოდგომაზე დაანონსებული მასშტაბური პროტესტი არ შედგა და პოლიტიკური ჯგუფები ქუჩის აქციებს ერიდებიან. ნაცვლად რეალური ბრძოლისა კი, პოლიტიკოსების მხრიდან ხდება მხოლოდ ტელეეთერებში დროის გაყვანა და "პოლიტიკურ ველზე ტივტივი."










