პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჩემს ნაციონალ მეგობრებთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა ეს ენმ-ს პოზიციაა უკვე და თქვენიც, მათ შორის. და კარგი, ეს ნამუსგარეცხილი, ურეპუტაციო ქაჯია, მარა თქვენ სად ხართ ამ დროს და რას შვრებით?“, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისათვის, ანა წითლიძემ განაცხადა: „გვარამიამ მითხრა, მერაბ კოსტავა ვარ, მიშას გავწევ, მე ვიქნები მთავარი ოპოზიციური ძალაო, მაქსიმუმ 2028 წელს, თუ მანამდე არა, ბიძინა მე გადმომაბარებს ხელისუფლებასო“.