გახარიას პარტია ასე თუ აპირებს რეჟიმის შეცვლას, ან თავად ცდება, ან ამომრჩეველი შეჰყავს შეცდომაში - ამის შესახებ ტვ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პარტია "საქარველოსთვის" დეპუტატის მიხეილ დაუშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ხელისუფლებისგან მიხეილ სააკაშვილის სპატრიმროში გადაყვანის მოთხოვნით გამოდის:
"მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური! გახარიას პარტია ასე თუ აპირებს რეჟიმის შეცვლას, ან თავად ცდება, ან ამომრჩეველი შეჰყავს შეცდომაში. მიშას ვულოცავ დაბადების დღეს. თავისუფლებას და წარმატებას ვუსურვებ!" - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.
„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.