ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„გილოცავთ ყველას!

ოღონდ, ახლა უკვე წუწუნის და თხოვნა-მუდარის მოდუსიდან გამოსვლის და ქმედებებზე გადასვლის დროა.

თვინიერ საქმეთა სტატუსი მკვდარ არს“, - წერს ნიკა გვარამია.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.