„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პარტიების და მოქალაქეების პირობების შესრულების გარეშე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია.
გვარამიას თქმით, მისთვის მეასეხარისხოვანია, რა ჭორებს ავრცელებს გიორგი გახარია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
„თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გამორიცხულია, თუ არ შესრულდა ის პირობები, რომლებიც დაყენებული გვაქვს პარტიებსაც, იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც პროტესტის ნიშნად, 130 დღეზე მეტია, დგანან რუსთაველზე – ახალი არჩევნები ახალი პირობებით, პატომრების თავისუფლება. ჩემთვის მეასეხარისხოვანია გიორგი გახარიას აზრი, რაზეა ის დარწმუნებული და რა ჭორებს ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცები აპირებენ პარლამენტში შესვლას, ეს ჩემთვის უმნიშვნელოა. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ ის პარლამენტში ვერ დაბრუნდება იმ უბრალო მიზეზით, რომ ჯერჯერობით იქიდან არ გასულა“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ 14 აპრილს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა: „მე ასეთი ჭორებიც მსმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა“.