პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა, 8 აპრილს, 10:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება.

                                                          სხდომაზე განსახილველი საკითხებია: ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება 2003 – 2012 წლებში; სამოქალაქო საზოგადოების როლი ამავე პერიოდში და 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები; ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე; ე.წ. ზილების რევოლუციის საქმე.

სხდომაზე მოწვეულნი არიან ქალბატონი ია მეტრეველი, ბატონები - ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გოჩა მუკბანიანი, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი, ლერი ბერიტაშვილი, ლევან ტერაშვილი, ბესიკ ბერიტაშვილი.

სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით. ასევე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე.