დღეს მიღებული ოფშორების კანონი, რუსულ კანონთან კომბინაციაში, პირდაპირი გზაა ცივილიზაციურ ჯოჯოხეთში - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს მიღებული ოფშორების კანონი, რუსულ კანონთან კომბინაციაში, პირდაპირი გზაა ცივილიზაციურ ჯოჯოხეთში. ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ. არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება, გამორიცხულია. არა რუსულ მთავრობას!" - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ: საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით 9-ის  წინააღმდეგ დაამტკიცა.