დასავლეთი, დემოკრატიისთვის ბრძოლაში, საქართველოს გვერდით უნდა დადგეს - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა The Hill. სტატიის ავტორი კი "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიაა.
"ამ ხელისუფლების პირობებში, პოლიტიკურ პატიმრობაში 400 დღეზე მეტის გატარების შემდეგ, ასეთი ავტორიტარიზმის რეალური საფრთხე კარგად მესმის. ჩვენი დამოუკიდებელი მედიაქსელი და ჩემი ღია განცხადებები მმართველი პარტიის რუსეთისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით მათთვის მეტისმეტი აღმოჩნდა. მაგრამ, ჩემი პატიმრობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაკვეთილია, ჩვენი ერისთვის საფრთხის მანიშნებელია.
"ქართული ოცნების" კარგად დაფინანსებული წინასაარჩევნო კამპანია ორველისეულს არაფრით ჩამოუვარდება. მასზე გამოსახულია ევროპული დროშა იმ დროს, როცა მყუდროდ არიან რუსეთთან, მისი კანდიდატები საუბრობენ ნათელ მომავალზე მაშინ, როცა შიშის კამპანიას აწარმოებენ. მათი თქმით, ოპოზიციისთვის ხმის მიცემა ბუნდოვანი "გლობალური ომის პარტიის" მხარდაჭერაა. ეს განტევების ვაცის მსგავსი შეთქმულების თეორიები, რა თქმა უნდა, მკითხველისთვის ახალი არ იქნება. მართლაც, ეს ავტორიტარული წესები მთელ მსოფლიოში კარგად იქნა დანერგილი და გამოყენებული.", - წერია სტატიაში, რომელსაც "მთავარი არხი" აქვეყნებს.