„ნაციონალური მოძრაობა“ რთულად ქვეწყობილ წინადადებასავით გამოიყურება - მიჭირს, გარკვევა, სად ვინ და როგორ, რა თანამდებობაზე დაინიშნა, - ამის შესახებ „ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევას გამოეხმაურა.
„არ ვიცოდი „ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევის გადაწყვეტილების შესახებ, მართალი გითხრათ, არც ვთვლი კობას ვალდებულად, რომ მე ანგარიში ჩამაბაროს მისი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობის, იმიტომ რომ ის რჩებოდა ამ პარტიის, ფრაქციის წევრად, ასევე ჩემს მეგობრად. რაც არ უნდა მოხდეს პარტიაში, თუ ფრაქციაში, ჩემ მეგობრად მაინც დარჩება. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მგონია ჩემი საქმე, თან ისე ჩახლართული და რთულად ქვეწყობილი წინადადებასავით გამოიყურება დღეის მდგომარეობით „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მე მიჭირს, გარკვევა, სად ვინ და როგორ რა თანამდებობაზე დაინიშნა, რა ფუნქციებით, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ კობას ნებისმიერ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობასაც“, ჩვენ გადასარჩენი გვაქვს ქვეყანა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში.