გამოვიდა ერთხელ, გამოვა მეორედაც! - ამის შესახებ ტვ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

"ბოლოს ასე მაშინ ვიღელვე, როცა მთავარ არხს ვაფუძნებდი 2019ში. მაშინ 19 დღეში ახალმა გუნდმა დავდეთ გამარჯვების ფორმულა. ახლა მეორედ მაქვს ახალი დასაწყისი, და ისევ ფანტასტიურ გუნდთან ერთად, და ისევ დავდებთ გამარჯვების ფორმულას! გამოვიდა ერთხელ, გამოვა მეორედაც! #Ahali #ახალი"

ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ -" ჩვენი ერთ-ერთი სიმბოლოა თეთრი, რომელიც სისუფთავის და მოუსყიდაობის ფერია"