"ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის კიდევ ერთი ამოცანაა", - კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია სასამართლოს მიერ ბაჩო ახალაიასთვის გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ბაჩო ახალაიას ორწელიწადნახევარი მიუსაჯეს სასამართლოზე ნათქვამი "ივანიშვილი ჩემი აზრით დასამხობია. თუ ძალის გამოყენების გარდა სხვა არჩევანი არ იქნა, ძალაც უნდა იქნეს გამოყენებული".

მოწოდება უნდა იყოს საჯარო (მიმართული პირთა განუსაზღვრელი წრისადმი) და რეალური.

მოწოდება გაკეთდა 15 კაცის წინაშე სასამართლო სხდომაზე, რაც ვერ ჩაითვლება პირთა განუსაზღვრელ წრედ. მესამე პირის მიერ ციტირება მოწოდებად არ ითვლება, ხოლო სასამართლო დარბაზიდან რომ ახალაიას პირით ნათქვამი ამ მოწოდების აუდიო ჩანაწერი გავიდოდა, ახალაია ამას ვერ ივარაუდებდა და არც უნდა ევარაუდა, რადგან, შეგახსენებთ, სასამართლო სხდომებზე აუდიო-ვიდეო ჩაწერა ქოცებმა აკრძალეს. კანონდარღვევა მესამე პირის მერე ლეგიტიმური და რაციონალური ვარაუდის წინაპირობას ვერ წარმოშობს. ასე რომ, პირველი კრიტერიუმი გამოირიცხა. 

მოწოდების რეალურობას რაც შეეხება, ციხეში მჯდომი კაცის 15 დამსწრესთან ლაპარაკმა რომ სახელმწიფო გადატრიალებას შეიძლება გამოიწვიოს, ამის რეალურობა ვერანაირი საღი აზრის ტესტს ვერ უძლებს, არათუ სამართლებრივი შეფასების მაღალ სტანდარტს. ასე რომ, მეორე კრიტერიუმიც გამოირიცხა.

რომ შევაჯამოთ, ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის კიდევ ერთი ამოცანაა. 

სოლიდარობა ბაჩოს და მის ოჯახს!"- წერს ნიკა გვარამია.

ცნობისათვის: კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა