"საბოტაჟის საქმეზე კიდევ ორმა მოწმემ მახსენა. უფრო სწორად, ჩემი მარჯვენა ხელი ახსენა. მარტო ეგ ახსოვთ, როგორც წინა მოწმეებს: აწევდა თუ არა მარჯვენა ხელს, ხალხი იხუვლებდა და პარლამენტისკენ იძვროდაო." - ამის შესახებ კოაილიცია "ცვლელებისთვის" ერთერთი ლიერი ნიკა გვარამია ცოციალურ ქსელში წერს
საბოტაჟის საქმეზე კიდევ ორმა მოწმემ მახსენა. უფრო სწორად, ჩემი მარჯვენა ხელი ახსენა. მარტო ეგ ახსოვთ, როგორც წინა მოწმეებს: აწევდა თუ არა მარჯვენა ხელს, ხალხი იხუვლებდა და პარლამენტისკენ იძვროდაო. არაფერი არ ახსოვთ მეტი - არც სიტყვები, არც სახის გამომეტყველება, არც სად ვიდექი, რა მეცვა, რას ვაკეთებდი, არც მარცხენა ხელი - მარტო მარჯვენა ხელი და მისი აწევ-დაწევა :)))) დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი. ტოსკანინი, ფონ კარაიანი, ბარენბოიმი და მე. ცოტა კონსტანტინე არსაკიძეობაც კი მომწონს, რაღაცნაირად :)) ერთი მისი მარჯვენაა საყოველთაოდ ცნობილი და ახლა ჩემიც ხდება ნელნელა :)))
ps ეს მარჯვენა ხელზე ჩაციკლული პოლიციელები ცოტა უხერხული კია. მარჯვენა მარტო დირიჟორობისთვის არ გამოიყენება, მოგეხსენებათ.









