არ ვიცი, ვის აქვს ანტიმიშური კამპანია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არ გაჩერებულან „ნაციონალური მოძრაობა“, სამწუხაროდ, არც მიხეილ სააკაშვილი, რომ პარტია „ახალს“ და მის ლიდერებს თავს არ დაესხან, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა და განმარტა, რომ პრაქტიკულად, ისინი დღეს არ ტოვებენ.
„ამასთან დაკავშირებით უკვე გითხარით, რომ ჩვენ რეაგირება არ გვექნება, რათა არავის არაფერი ვათქმევინოთ. არ ვიცი, ვინ რა დააზიანა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილას საკუთარ თავზე და საკუთარ როლზე კაცობრიობის ისტორიაში ამხელა წარმოდგენა არ მექნებოდა. ყველანი ვმუშაობთ და ვისაც შეუძლია მუშაობა, ჩვენთან ერთად იმუშაოს. არავინ არის მოტივირებული, „ნაციონალური მოძრაობა“ დააზიანოს – ამ ყველაფერს თავადაც ძალიან კარგად ახერხებენ შიდა დაპირისპირებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კითხვაზე: „ალიანსში არსებულ არეულობას თქვენ გაბრალებენ“, ნიკა გვარამიამ თქვა:
„ვერ გიპასუხებთ, რადგან ზუსტად არ ვიცი ეს ტერმინოლოგია. თუმცა, თუ ვინმეზე დგას ალიანსი – მათ შორის კოალიციაზე „ცვლილებისთვის“, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ“.









