არ გამოვა ოპერაცია "ჩაფარცხალაძე". 
არ გადავიტანთ ფოკუსს ამ უმძიმესი ამბიდან ნებისმიერ სხვაზე, მით უფრო, გუშინ შემოთავაზებულ ბოდვაზე.  ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. 

"რაც გინდათ აქვეყნეთ და იყავით, მაინც მოგიწევთ პასუხის გაცემა იმაზე, რომ ივანიშვილის გარემოცვის ყველაზე გავლენიანი წევრი და ხელისუფლების (განსაკუთრებით, სასამართლოს და პროკურატურის) ე.წ. მაყურებელი ფსბ-ს აგენტი რომ იყო და საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებდა. პასუხის გაცემაც მოგიწევთ და პასუხისმგებლობაც." - წერს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ,  აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა

ცნობისთვის,  ოთარ ფარცხალაძე იყო  საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე