სამწუხაროდ, ვიხილეთ პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელსაც არანაირი ახსნა არ მოჰყვა და აქაც პრეზიდენტმა თავი იმართლა, რომ ის არ არის ვალდებული განმარტებები აკეთოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, სამართლებრივად ის არ არის ვალდებული განმარტებები აკეთოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად ის ქართველი ხალხის ვალშია, ეს გადაწყვეტილება განმარტოს. ამ გადაწყვეტილებაზე შემდეგ მოვისმინეთ კომენტარები, რომ ეს არის ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, ვგულისხმობ ნიკა გვარამიას შეწყალებას. ეს ქართველი ხალხისთვის ნაცრის შეყრაა თვალში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.