“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას ავრცელებს. 

"რუსეთის მარიოტული რეჟიმი შეთითხნილი ბრალდებით უდანაშაულო პატრიოტების რეპრესიებს აგრძელებს.

გუშინ საღამოს რუს კრიმინალთა და მოღალატეთა რეჟიმმა 15 სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთხი წევრი: ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი და კახა მჟავანაძე.

რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, რათა მათ საქართველოს რუსეთის მარიონეტული რეჟიმისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლა შეწყვიტონ.

მათ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ მმართველობას, არასდროს შეეგუება კრიმინალთა ბანდის მიერ საქართველოს მისაკუთრებას.

მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება!

სოლიდარობა და თანადგომა რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

დიდება საქართველოს!” - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, შსს-მ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა