„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს თავს დაესხნენ.

„დღეს, საღამოს საკუთარ სახლთან, ჯგუფურად და ორგანიზებულად, რუსული მთავრობის ზონდერები თავს დაესხნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს. „ოცნება“ პასუხს აგებს ყველა ძალადობაზე, რასაც ის აწარმოებს ხალხის წინააღმდეგ. რუსული მთავრობა დამარცხდება, საქართველო არასოდეს გარუსდება“, – ნათქვამია განცხადებაში.