შოთი არველაძის ერთმა პოსტმა, მთელი ხელისუფლება კუთხეში დააყენა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი შოთის მსგავს ტიპებს ჰქონდეთ სწორი რეაქცია - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

"შოთი არველაძის ერთმა პოსტმა, მთელი ხელისუფლება დააყენა კუთხეში და მთელი ხელისუფლება იძულებული გახადა...  რაღაცნაირად ამოღერღილი, ჩუმად ნათქვამი სიტყვა და მერე იქვე უტიფრად მოყოლებული ისეთი განცხადებები... ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილის მისამძიმრებას,  ყველასთვის და დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის ალბათ ჯობდა, რომ არაფერი ეთქვათ.  უფასოდ კვლევა ჩაუტარა შოთი არველაძემ, შოთი ხომ მათთვის, არც ნაციონალია, არ არის აღქმული რადიკალურ მოწინააღმდეგ. 24 საათშიც კი არა, უფრო მალე დაგროვილმა 30 ათასმა რეაქციამ, შემდეგ უკვე უფრო მეტმა, ამ ხელისუფლებას დაანახა... ის მშვიდობა, რასაც ისინი ქადაგებენ, რაც უკვე იმაზე გადის, რომ დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს ვერ ეუბნებიან სამძიმარს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი შოთის მსგავსმა ტიპებმა, ზაზა ფაჩულიას და სხვა ადამიანებს ჰქონდეთ სწორი რეაქცია, რადგან ჩვენ თითქოს ვალიდურობა დავკარგეთ"- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ცობისათვის, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა