ბატონო შალვა, იქნებ მიმართოდ ამერიკის საელჩოს და თხოვნით მოგაწოდონ საკუთარი კანონის ქართული თარგმანი. - მიმართავს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

"ღია წერილი საქსრთველოს პარლამენტის თავმჯდომარეს:

ბატონ შალვა პაპუაშვილს ბ-ნო შალვა, ოპოზიციურ მედიაში, თითქმის 24 საათის განმავლობაში, საუბრობენ იმის შესახებ, რომ "ხალხის ძალის"მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის იმავე სულისკვეთების მქონე რუსული კანონის ასლი. ხელისუფლება კი მას ამერიკული კანონის ანალოგს უწოდებს.

ბატონო შალვა, იქნებ მიმართოთ ამერიკის საელჩოს და თხოვოთ მოგაწოდონ საკუთარი კანონის ქართული თარგმანი. ეს ერთის მხრივ მოხსნის გაუთავებელ, უსაგნო დავას და მეორეს მხრივ გამოააშკარავებს თუ ვის მხარესაა სიმართლე. პატივისცემით: ნანა კაკაბაძე" - ნათქვამია წერილში, რომელსაც ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს