დედოფლისწყაროში, ალადაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ კაცს ანთებული სიგარეტით ხელში ჩაეძინა, რამაც აალება გამოიწვია.
მამაკაცი დედასთან ერთად ცხოვრობდა. ხანძრის გაჩენის მომენტში კაცი სახლის მეორე სართულზე იმყოფებოდა, ასაკიანი ქალი კი პირველ სართულზე. მაშველებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან მოხუცი უსაფრთხოდ უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას, მათ შორის ცეცხლის, აფეთქების ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალების გამოყენებით გულისხმობს.








