ჩემი გადმოსახედიდან, ვერაფერს ჩაიდენს ნიკა მელია იმაზე მძიმეს, რაც ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ ჩაიდინა. პარტიის ოფისში, თავისივე თხოვნით მისულებს, დაგვახვედრა ხელფასიანი შპანა საცემად, რიცხობრივი უპირატესობით უნდოდა, ესარგებლა და „ჭკუა“ ესწავლებინა ჩვენთვის, ამიტომ ხელებშებორკილები რომ ვიყავით ისე, საკუთარ დაცვას უყვიროდა დავეხოცეთ და „ნასილაკებით“ გავეტანეთ ოფისიდან." - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ნიკა მელია ამუშავებს ტროლ-ბოტებს, ეს არავისთვის არაა უცხო. პირადად ჩემზე ამ ხალხმა მოიგონა და გაავრცელა შემდეგი სახის სიბინძურე და ჭორი:
1. ქოცების აქციებზე დავრბოდი ცოცხებით; 2. მოვიპარე ემიგრანტების ფული და მოვიწყვე ცხოვრება; 3. კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა მომცეს დიდი ფული, იმისთვის რომ „მეყვირა“ მელიას წინააღმდეგ; 4. სუს-ის დავალებით ვრევ სიტუაციას პარტიაში; 5. კანდიდატურა იმიტომ დავაყენე, რომ ხაბეიშვილის სასარგებლოდ მომეხსნა; 6. მიშას საქართველოში ჩამოსვლისას მე უნდა დავხვედროდი და არ დავხვდი, ამიტომ დაიჭირეს; 7. დათო სააკაშვილს ფულს ვუხდი, რომ ჩემს გვერდით გამოჩნდეს.
ამ ჭორების გამავრცელებელი ხალხი აღშფოთებულია ხმოვანი ვოისის გავრცელებით, სადაც მელია ლანძღავს მიხეილ სააკაშვილს, ეს როგორ შეიძლებაო? კი, არ შეიძლება. უბრალოდ თქვენ რასაც კადრულობთ ამ ჭორების დაყრით, ეგ რა სტანდარტითაა მორალური და მიღებული ბრძოლის მეთოდი? ვისაც ეს ვოისი ჰქონდა და ხმას არ იღებდა აქამდე, არანაკლებ საშიშია, ვიდრე მიშას ზურგს უკან მაგინებელი ნიკა მელია, რომელიც ვერასდროს მალავდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიუღებლობას.
ჩემი გადმოსახედიდან, ვერაფერს ჩაიდენს ნიკა მელია იმაზე მძიმეს, რაც ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ ჩაიდინა. პარტიის ოფისში, თავისივე თხოვნით მისულებს, დაგვახვედრა ხელფასიანი შპანა საცემად, რიცხობრივი უპირატესობით უნდოდა, ესარგებლა და „ჭკუა“ ესწავლებინა ჩვენთვის, ამიტომ ხელებშებორკილები რომ ვიყავით ისე, საკუთარ დაცვას უყვიროდა დავეხოცეთ და „ნასილაკებით“ გავეტანეთ ოფისიდან. ამ მიზნით კი, რომ „არ გავქცეულიყავით“, ლიფტი გათიშეს ოფისში. ეს არის კლასიკური საშიში კრიმინალური მენტალობის ადამიანის ქცევა, რომელსაც არასდროს უნდა ჩაუვარდეს ძალაუფლება ხელში. ეს სიბინძურე და მოხულიგნო/მოკრიმინალო მიდგომები უნდა დავასრულოთ ძალიან მალე, თუ გვინდა რამე სასიკეთო და შედეგიანი მოიტანოს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლამ“, – წერს გიორგი მუმლაძე.
სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.