მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ პარლამენტთან აქციას მართავენ. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

დაფიონმა“ აქცია 19:00 საათიდან დაიწყო, ხოლო „ჯიუტის“ წარმომადგენლებს შეკრება 20:00 საათიდან ჰქონდათ დაანონსებული.

თბილისში, რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები ტარდება. აქციის მონაწილეები ითხოვენ მთავრობის შეცვლასაც.