სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ისაუბრა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ვერანაირი სიძულვილს ენა და ვერც ტექნოლოგიური პროგრესი, ვერ მოახდენს გავლენას ქართველ ადამიანზე.

"რა იუმორისტული გადაცემა უნდა გაამართლო იმით, რომ ვიღაცამ ჩვენთვის ღვაწლმოსილი ადამიანი შეურაცხყო. ამაზე, რა გაგებით უნდა მესაუბრო ან რა უნდა ამიხსნა, რომ ეს დასაშვებია. შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება. როგორც შეუძლებელი იყო, რომ ჩვენს უწმინდესს ასეთ შეურაცხყოფას აყენებდნენ და დღესაც გრძელდება. მათ რიგები იდგა ერთ-ერთი გერმანელი დეპუტატი და პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომ ეს არის თქვენი განვითარების დამაბრკოლებელიო. ამას ვერ ეღირსებიან.

ჩემმა წინაპარმა ამდენი იწვალა, იომა იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყო და მე ჩემს თავს მივცე უფლება, რომ ვიღაცის დაკვეთაზე განვახორციელო ჩემი პოლიტიკა?! - ეს დამთავრებული ეტაპია, უბრალოდ ვიღაცებმა შეიგნეს და დაგვიდგნენ გვერდზე.

დარწმუნებული ვარ, რომ სიძულვილის ენა ადამიანებში მიუღებელი იქნება ყოველთვის, ვერ გადააკეთებენ ქართველ ადამიანს, შეიგნონ, ვერცერთი ტექნოლოგიური რაღაც პოდკასტებით და თავისუფლების ეგიდით, რაღაც თემების შემოტანით," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.