მოუსმინოს საზოგადოებამ ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას და თავად გააკეთოს დასკვნები, ვინ არის მართალი და როგორ ხდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველო ღიაა ყველა დაინტერესებულ მხარესთან თუ ქვეყანასთან.

„არ ვიცი, რა დავარქვა ამ ჯგუფს, პარტიასაც ვერ ვუწოდებ. ეს ხალხი ანაკლიასთან მიმართებით ყველაზე ნაკლებად უნდა საუბრობდეს. ძალიან კარგად დასრულდა ყველაფერი, რომ მათ არ მიეცათ საშუალება ანაკლიის პორტის აშენების. ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რა ჰქონდათ მიზნად და როგორ ატყუებდნენ საზოგადოებას. მოუსმინოს საზოგადოებამ ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას და თავად გააკეთოს დასკვნები, ვინ არის მართალი და როგორ ხდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება. მიუხედავად მიზანმიმართული დეზინფორმაციისა, დღევანდელი მედიასაშუალებები მაინც გვაძლევს მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარს. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, და არამარტო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ღია ვართ ყველასთან, არავის ვაქცევთ ზურგს, მით უმეტეს დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ქვეყნებს. მუდმივად მზად ვართ, რომ გვქონდეს დიალოგი და მოხდეს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პროექტის ერთობლივად განხორციელება. იცით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან როგორი კარგი დამოკიდებულება გვაქვს. მთავარია, ეს ტემპი შევინარჩუნოთ და სწრაფად მოხდეს ახალი ინიციატივების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სწრაფი ადაპტირება. ეს არის ჩვენი მომავალი, ამას ვერ გავექცევით. რომელი ქვეყანაც არ იქნება მზად ამისთვის, შეიძლება ძალიან დაზიანდეს და ამიტომაც გვაქვს სურვილი, რომ ვიყოთ მოწინავე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.