„როდესაც ინიციირებული იყო ეს „ვეტინგის“ იდეა და შემოთავაზებული იყო, მაგალითად უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა დააკომპლექტონ ჯგუფი, რომელიც შემდეგ განიხილავს, რომელი მოსამართლე იყოს ან არ იყოს სასამართლო ხელისუფლებაში, ეს ძალიან ცუდად გამოიყურება და ამაში არცთუ კარგი მოტივები იყოს ჩადებული." - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
" მით უმეტეს, როდესაც ამის საპირისპიროდ კონსტიტუცია ამბობს, რომ სასამართლოში ვინ იყოს კეთილსინდისიერი, ვინ არ ჩაითვალოს ასეთად, ვინ კვალიფიციურად ჩაითვალოს და ვინ - არა, ამას თავად სასამართლო წყვეტს“, - მიხეილ სარჯველაძემ.