ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ შრომითი მიგრაციის საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

„სამედიცინო სფერო ავიღოთ - მეთოდები და ტექნოლოგიები მუდმივად იხვეწება. შესაძლოა არსებობდეს ექიმი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობით მნიშვნელოვან ტექნოლოგიას ჩამოიტანს. ასეთ შემთხვევაში, პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ და არ უნდა შეიქმნას ისეთი ბარიერი, რომელიც მის საქმიანობას შეაფერხებს. თუმცა მთავარი არსი არის ის, რომ სახელმწიფომ დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შრომითი მიგრაციის საკითხებზე საუბრისას.