„ყველა ვხედავდით, რომ სასამართლოს წინააღმდეგ მსხვილი კამპანია მიმდინარეობდა. ვხედავდით, არსებობდა განსხვავებული დამოკიდებულებები, შეხედულებები სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კონკრეტულ თანამდებობის პირებთან, მოსამართლეებთან მიმართებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეხედულებებზე არ იქნება დამოკიდებული სასამართლოში, რომელიმე მოსამართლის ყოფნა-არყოფნის საკითხი" - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა.

"არ შეიძლება, გვინდოდეს ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკური კლასი წყვეტს, ვინ ახორციელებდეს მართლმსაჯულებას. ეს შეუთავსებელია, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან. როდესაც სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, მათი რაღაც გადაცდომების გამო, ხდება სანქციების დაწესება, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაჩნდა, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. სიმპათიისა და ანტიპატიისთვის არ უნდა ხდებოდეს სანქციების გამოყენება-არგამოყენება.

ქალბატონი ელჩი თავს აშკარად არიდებს პასუხის გაცემას, რატომ არ გამოიყენეს სანქციები სააკაშვილის დროს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. რა არის ის კონკრეტული, თუნდაც საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელსაც თვლიან ისეთ გადაცდომად, რაც იმსახურებს სანქციების გამოყენებას და რაც არ ჰქონდა ჩადენილი წინა ხელისუფლებას, კარგი იქნება თუ საზოგადოებაში გაჩენილ ამ კითხვებს პასუხები გაეცემა, რადგან ამას მოითხოვს ქართულ ამერიკული-ურთიერთობების ინტერესიც. ესეც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული“, – განაცხადა სარჯველაძემ." - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე  2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

ენტონი ბლინკენმა  განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ