ძალიან კარგია, რომ მასობრივად დავიწყეთ მიმართვების გაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამას, გარდა ყველაფრისა, ახალი დანაშაულების ჩადენისთვის გარკვეული შემაკავებელი ეფექტი აქვს, მაგრამ რეაგირებას შეიძლება დასჭირდეს წლები. -  ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენრი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"მთავარი აქ აქტიურობა და აქ მასიური გაპროტესტებაა და არა მხოლოდ უცხოეთის დალოდება. უცხოეთი დაელოდება ამათი იმიტირებული გამოძიების შედეგებს, მერე დაფიქრდება რამდენად დიდი მასშტაბის იყო ეს დარღვევა და მერე შეიძლება იმოქმედოს თუ ამასობაში აქ გავამძაფრებთ აქტიურობას, უფრო ჩქარა დადგება შედეგი ქვეყნის გარეთაც.

ასე რომ ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის და როცა ეს შველა დროზე არ მოვა, უიმედობაში შეიძლება ჩავვარდეთ.  
ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება." - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".