ვუყურე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პლატფორმის გაძლიერებას და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. გამიხარდა, ასეთ რთულ დროში ჩემმა მეგობარმა და თანამებრძოლმა კობა ნაყოფიამ თავის თავზე მძიმე პასუხისმგებლობა აიღო. - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" დამფუძნებელი, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მივესალმები "ევროპული საქართველოს" შემოერთებას "ერთიანობის" პლატფორმაში. მინდა ყველას შევახსენო, 2016 წელს, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა "ნაციონალური მოძრაობის" არსებობა, სწორედ გიგი წერეთელმა გადაარჩინა ეს პარტია თავისი მხარდაჭერით. შემდეგ მას ეჭირა ყველა ქართველ პოლიტიკოსზე მაღალი თანამდებობა საერთაშორისო დონეზე, იგი იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ხშირად აკეთებდა ჩემს მხარდამჭერ განცხადებებს.
ვულოცავ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას" გაძლიერებასა და ვუსურვებ გამარჯვებას!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, "ევროპული საქართველო" პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა. გიგი წერეთლის თქმით, ეს არ არის პარტიის პარტიაში შესვლა, ან პარტიების გაერთიანება, ეს არის კოალიცია - "ევროპული საქართველო" პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა