წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად წყალტუბოში მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის ვიტალი (იმერელი) სამხარაძის სოლო კონცერტს დაესწრნენ.
საკონცერტო დარბაზი "ვერიას“ სცენაზე, ვიტალი სამხარაძესთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგა ფინეთში მოღვაწე საერთაშორისო მუსიკოსი - მარიან პეტრესკუ(ფორტეპიანო).
შესრულდა ცნობილი ჯაზ-კომპოზიციები. ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა








