„ევროპული საქართველო“ პლატფორმა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.
''იქ სადაც ჩვენ ვნახეთ რომ არის უფრო მეტი თანხვედრა ბევრ საკითხთან დაკავშირებით და უნდა გესმოდეთ, რომ ეს არ არის პარტიის პარტიაში შესვლა, ან პარტიების გაერთიანება, ეს არის კოალიცია. ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა. სხვანაირად ასეთი ტიპის ერთიანობის გარეშე ძალიან რთული იქნება გამარჯვების მიღწევა და ცვლილებები ოქტომბერში. ახლა გვაქვს კონკრეტული ამოცანა, იმისათვის რომ ოქტომბერში მეტი ოპოზიციური ამომრჩეველი, მეტი ოპოზიციური ხმა, რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს ეს ყველაფერი და ცვლილებები. ეს არის ჩვენი ამოცანა'' - განაცხადა გიგი წერეთელმა.