საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ხვალ, 4 დეკემბერს, საქართველოს პირველ არხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან საჯარო დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას.

დისკუსიაში მონაწილეობა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა, მიხეილ ჯანელიძემ კი ფეისბუქპოსტი დაწერა. „ჩემთვის მისაღებია საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღნიშნული დისკუსიის გამართვა“, – დაწერა მიხეილ ჯანელიძემ.

თინათინ ხიდაშელმა და მიხეილ ჯანელიძემ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი თავად გამოთქვეს. ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, შესთავაზა საზოგადოებრივ მაუწყებელს, 4 დეკემბერს დაუთმოს ეთერი მიხეილ ჯანელიძესა და თინათინ ხიდაშელთან საჯარო დისკუსიისთვის.

საქართველოს პირველი არხი აცხადებს, რომ მზად არის, ორგანიზება გაუწიოს პრემიერთან საჯარო დისკუსიას და მის მონაწილეებს იწვევს ხვალ, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე