პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ  "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს მოტივირებული შენიშვნებს წარადგენს, გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კითხვით მიმართა.

"ფაქტობრივად, ჩვენი ყველა პარტნიორი სახელმწიფო, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები, ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ამ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის, ისიც უკვე ძალია თვალსაჩნოა, რომ იქმნება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის სერიოზული საფრთხე. იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული და ფაქტობრივად, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები არიან ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები, თქვენი აზრით ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის მოქალაქეების ტოტალური ტერორით და ძალადობით, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, როგორ ფიქრობთ, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ქვეყანას?

თუ ქვეყანაში რეალიზდა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების ნაწილში ამ კუთხით პასუხისმგებელი ვინ არის?" - განაცხადა დაუშვილმა სხდომაზე. რასაც  სხდომის თავმჯდომარის  ანრი ოხანაშვილის კრიტიკა მოყვა  და  მიხეილ დაუშვილს სთხოვა დაეკონკრეტებინა თუ რას გულისხმობს, რადგანაც ოხანაშვილის თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით დაუშვილმა ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა.

„დაფიქრდით რა განცხადებებს აკეთებთ. უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება ეს აბსურდი, რასაც ახლა აკეთებთ. როგორ შეიძლება საერთოდ ასეთი შეკითხვის დასმა“ - მიმართა ანრი ოხანაშვილმა მიხეილ დაუშვილს.

ასევე, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ დაუშვილს შესთავაზა ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის, რაზეც მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ მას არავისთან ბოდიში მოსახდელი არ აქვს.

„თუ გნებავთ ბოდიში მოიხადეთ ამ შეკითხვაზე მოქალაქეების წინაშე. გნებავთ მოგცემთ სიტყვას და თქვით, რომ შეგეშალათ. ასეთი რაღაც მეორედ არ გააკეთოთ. წარმოდგენა გაქვს რას კითხულობ? გეყოთ გამბედაობა და მოიხადეთ ბოდიში. ხალხს უთხარით, რომ შეგეშალათ, რაც ახლა იკადრეთ. ძალიან მძიმეა ვუსმინო ადამიანს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის საკითხი შეიძლება გადაიხედოს. ეს არის თქვენი პირით გაჟღერებული საკითხი, რომელიც არის შანტაჟი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ეს არის უმძიმესი განცხადება და ყველას გადაეცით, რომ ამას არ გავატარებთ და ამაზე გვექნება ძალიან მძიმე რეაქცია. ქვეყანას აზიანებთ ამ თქვენი შეთანხმებული განცხადებით, რომელიც გაგაჟღერებინეს. ეს არის ოკუპანტის ინტერესი, რასაც ახლა თქვენ ამბობთ“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.