"ყველაზე დიდი შეტევა ახლა კაცობრიობაზე იყო ამ პანდემიის ჟამს და ქართველმა ხალხმა, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებს ცოტა სისუსტეები ჰქონდათ, ზოგადად, მთლიანმა ქართველმა ერმა მსოფლიოს ანახა და პირველ რიგში, ღმერთს ანახა, რომ ეს მცირერიცხოვანი ერი არ შევდრკით და წირვა-ლოცვა არ გავიჩერებია და უფლის დიდება არ გაგვიჩერებია. ვიღაცები რომ მოგვიწოდებდნენ ტელევიზორიდან ვუყუროთო... რა, კაშპიროვსკის სეანსებია, ტელევიზორიდან უყურო? - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ნინოს ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
დღეს რა მიკვირს - მსოფლიო გადაირია. გადარეულია მსოფლიო. ხშირად მიწევს ხოლმე ამაზე საუბარი - გარეთ რა ხდება იმისი არ მიკვირს. მე მიკვირს, რომ საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, ტვინში მოსდით ისეთი აზრები, რომ ადამიანი თუ ლაპარაკობ ოჯახზე, ღმერთზე, შენს სარწმუნოებაზე, მოყვასის სიყვარულზე, ღირსებაზე და გინდა, რომ ეს იყოს შენში, შენს ხალხში, თავისუფლება თუ გინდა, ბევრი რამე თუ გინდა, როგორც ზოგი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, ეს რუსეთუმეობა ყოფილა. ე.ი. რუსეთი ამ ღირსებებით არის დაჯილოდებული და მსოფლიოში არ არის ეს ღირსებები? მამული, ენა სარწმუნოება არ არის ჩვენთვის უპირველესი? არ დაგვიბარა ჩვენ ჩვენმა ერის მამამ წმინდა ილი მართალმა? პატრიარქი არ გვეუბნება: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი? ადამიანისთის უპირველესი არის ღმერთისკენ სწრაფვა, მერე - რაც მოგვცა ამ დედამიწაზე ჩვენი სამშობლო პირველ რიგში... სხვის სამშობლოს ვერ შეიყვარებ, შენი სამშობლო თუ არ გიყვარს ბოლმდე ა ნებისმიერი მოყვასი. ჩვენ ხომ არ ვამბობთ იმას, რომ ვინმე უნდა ვჩაგროთ. მამა რომ მამაკაცია და დედა- ქალბატონია, ამას კითხვა უნდა? ჩვენს ქვეყანაში მასეა და მასე იქნება. ქართველებმა ვაჩვენეთ, რომ ყველაზე მამაცი ერი ვართ. ავღანეთშიც არის ომი, უკრაინაშიც, სუდანი, სომალი, ერაყი, სირია და სად არ არის ომი, მაგრამ ყველაზე დიდი შეტევა ახლა კაცობრიობაზე იყო ამ პანდემიის ჟამს და ქართველმა ხალხმა, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებს ცოტა სისუსტეები ჰქონდათ, ზოგადად, მთლიანმა ქართველმა ერმა მსოფლიოს ანახა და პირველ რიგში, ღმერთს ანახა, რომ ეს მცირერიცხოვანი ერი არ შევდრკით და წირვა-ლოცვა არ გავიჩერებია და უფლის დიდება არ გაგვიჩერებია. ვიღაცები რომ მოგვიწოდებდნენ ტელევიზორიდან ვუყუროთო... რა, კაშპიროვსკის სეანსებია, ტელევიზორიდან უყურო? " -განაცხადა მეუფე იაკობმა.