როდესაც ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.
"დღეს მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, გარკვეულწილად თუ ვიღაცა ვიღაცასთან არ იყო, ქართველები თუ კონკრეტულ ძალებთან არ ვიყავით, ისე ძალიან გაჭირდება. არის ცივილიზაციების ომი. არის ერთი, რუსული ცივილიზაცია, რუსული იმპერიალიზმი და არის მეორე- უკვე დახვეწილი ფორმის, ისიც აბსოლუტურად იმპერიალიზია, თავი არ მოვიტყუოთ. რა ხდება ე.ი. უკრაინაში რა ხდება - რუსმა რა იცის, შიშველი ძალით დაეჯახოს, მიწები არ ჰყოფნის, დაავადებულია მიწებით. საბჭოთა კავშირის დროს მეექვსედი იყო და კიდე აქეთ იქით სწევდა. ბევრი ტერიტორიები ჩამოშორდა, მაგრამ მერვედი მაინც ხომ იქნება. მაინც უკრაინა მოინდომა, მანამდე მადა საქართველოზე გახსნილი ჰქონდა, 89 შიც შეგვიტია, მერე სამოქალაქო ომი გამოიწვია საქართველოში, ეროვნული მოძრაობა რომ გაენადგურებინა და არაეროვნული ძალები მოეყვანა სათავეში. იმიტომ რომ დადგა დრო ჩვენს ერთს ჩვენ ხელისუფლების ვიღაც წევრები არ ექცეოდნენ, როგორც საკუთარ ერს უნდა ექცეოდნენ, ქართველმა ერმა განაჩენიც გამოუტანა და მოიშორა. ეს არ იყო მარტო არჩევნების გაშვება, ეს გაგდება და გაძევება იყო. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს. რა ხდება დღეს - საქართველოს გზა ევროკავშირში არისო. გასაგებია, ხო. მე გითხარით რომ ქართველმა აირჩია უფლის გზა და ჩვენი გზა ქრისტესთან არის. ეს ვიცოდეთ და ევროკავშირმაც იცოდეს და პირველ რიგში იმ დაბრმავებულმა რამდენიმე ევროპარლამენტარმა, ძალიან ცუდად რომ გვექცევა ხოლმე" - განაცხადა მეუფე იაკობმა.