ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ერთიანი ძალისხმევით კერძო სექტორთან და ბიზნესთან კომუნიკაციის საფუძველზე შეძლებენ პირველადი საჭიროების პროდუქციაზე ფასების შემცირებას.
„გამოიკვეთა კონკრეტული კომპონენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ სამომხმარებლო ფასების ზრდაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კერძო სექტორთან, ბიზნესთან კომუნიკაციის საფუძველზე შევძლებთ, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების პროდუქციაზე ფასების შემცირებას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, - აღნიშნავს პრემიერი.








